გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ცესკო-სგან სამაგიდო სიების შესაძლო გახსნის საკითხის შესწავლას ითხოვს. ლევან ბეჟაშვილმა ეს მოთხოვნა ცესკო-ს თავმჯდომარეს გააცნო. მისი თქმით, მან თამარ ჟვანიას მიაწოდა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სამაგიდო სიები, რომელიც დალუქული უნდა იყოს და შემდგომ განადგურდეს, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიიდან ამოიღეს და მათი ინფორმაციით, სუს-ში გადაიტანეს, რაც მეორე ტურის გაყალბების მცდელობაა.
ბეჟაშვილის თქმით, ამის დამადასტურებელი ვიდეო, აუდიო და ფოტომასალაც აქვთ. ცესკო-ში აცხადებენ, რომ საკითხის მოკვლევა შიდა აუდიტმა ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო.