საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამაარსებლის, დიპლომატის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ლევან ალექსიძის 95 წლის იუბილე აღინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ლევან ალექსიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1950 წლიდან მოღვაწეობდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან, მისი ინიციატივით უნივერსიტეტში შეიქმნა საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლა. საიუბილეო ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ფილმი ლევან ალექსიძის მოღვაწეობის შესახებ, ასევე შეკრებილებს წარედგინა გამოცემები, რომელიც ლევან ალექსიძის ხსოვნას მიეძღვნა.