ფრაქცია „ლელოს“ წევრები სახალხო დამცველის მოადგილეს, გიორგი ბურჯანაძეს შეხვდნენ. ისაუბრეს ფარულ ჩანაწერებზე. კონკრეტულად კი, რა სამართლებრივი მექანიზმები შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ მოქალაქეების უფლებები იყოს დაცული . „ლელო“ არ გამორიცხავს, რომ სარჩელით სტრასბურგს მიმართოს და ამ ფორმით გააპროტესტოს ფარული მიყურადება.