„ლელოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობენ. დღევანდელი დღე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის შემდეგ, „ლელოს“ ლიდერებმა გამართული ოფიციალური შეხვედრები შეაფასეს. მათი განცხადებით, ევროპარლამენტის მხრიდან არის სრული მზაობა გააკონტროლონ პროცესი ხელშეკრულების სრულად განსახორციელებლად და შეიქმნას დამკვირვებელთა ჯგუფი.
მოამბე