ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა დახურულ კარს მიღმა, ბიზნესსექტორში არსებული პრობლემები განიხილეს და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. „ლელო“ მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებს, რაც გუნდს ქვეყნის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დაეხმარება.
მოამბე