„ლელოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია

პარტია „ლელომ“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია თელავში ერეკლეს სასახლესთან გამართა. შეხვედრას მამუკა ხაზარაძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ. მათ მხარდამჭერებს „მარშალის გეგმა“ გააცნეს, რომელიც პარტიის მთავარი პროგრამული დოკუმენტია. „ლელოს“ ლიდერების განცხადებით, „მარშალის გეგმა“ მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებას, მათ შორის ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მსოფლიო რუკაზე ღვინის 10 დედაქალაქი არსებობს, მათი „მარშალის გეგმა“ კი  თელავის მეთერთმეტე დედაქალაქად დასახელებას გულისხმობს, რაზეც, მისი თქმით, მუშაობა უკვე დაწყებულია. შეხვედრაზე „ლელოს“ ვიდეორგოლის  და ჰიმნის პრეზენტაციაც გაიმართა.