„ლელომ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა. პრეზენტაციაზე „მარშალის გეგმის“ დეტალებზეც ისაუბრეს, რომელიც საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამას ითვალისწინებს.
„ევროპული სტილის ქართველი პატრიოტი“, – ასე წარადგინა პარტიის წარმომადგენელმა, დავით უსუფაშვილმა მამუკა ხაზარაძე პრემიერობის კანდიდატად.