„ლელოს“ ოფისის პრეზენტაცია რუსთავში

რუსთავში, კოსტავას ქუჩის 10 ნომერში „ლელოს“ ახალი ოფისი გაიხსნა. ოფისს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, დავით სულაძე უხელმძღვანელებს. რუსთავი ქვეყნის 26-ე ქალაქია, სადაც „ლელო“ საკრებულოშია წარმოდგენილი. ახალი ოფისი და განახლებული გუნდი, მისი ხელმძღვანელით, საზოგადოებას პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ და გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ წარუდგინეს. ღონისძიებას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.