„ლელოს“ კიდევ ერთი ბრალდება მერიას. პარტიაში ამბობენ, რომ „გოცირიძის მეტროსადგურის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადების მძიმე დარღვევით მიმდინარეობს, მერია აღნიშნულზე პასუხისმგებლობას არ იღებს. „ლელოს“ მერობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა ჩერქეზიშვილი ადგილზე იმყოფებოდნენ. მათი თქმით, სადგურის რეაბილიტაცია 2021 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე გრძელდება.