„ლელომ“ რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია რუსთავში, ცენტრალურ მოედანზე წარადგინა.
გეგელიას განცხადებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსთავში, როგორც მთელს ქვეყანაში ახალი პერსპექტივა გაჩნდება და ადგილობრივების პრობლემები მოგვარდება. შეკრებილებს ონლაინ რეჟიმში კლინიკიდან „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც მიმართა. ხაზარაძის თქმით, მის პოლიტიკურ გუნდს „მარშალის გეგმით“ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია.