ოთხ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ. კანდიდატების წარდგენამდე გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს გაფართოებული სხდომა. იმსჯელეს საარჩევნო პროცესზე და დაამტკიცეს სამოქმედო პროგრამა, რომელსაც ხვალ წარადგენენ. პოლიტიკურმა საბჭომ ასევე განიხილა ჩრდილოვანი კაბინეტის მუშაობის დეტალები, რომლის შემადგენლობაც, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი.