„ლელოს“ ლიდერებმა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელი გაცხადება გმირთა მემორიალთან გააპროტესტეს. მათი თქმით, პრეზიდენტმა თავისი განცხადებით, შეურაცხყოფა მიაყენა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს, მოქმედ და მომავალ ჯარისკაცებს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს მოუწოდეს, ბოდიში მოიხადოს და თავდაცვის მინისტრმა კი საჯაროდ გააკეთოს განცხადება.