„ლელოს“ ლიდერები ევროკავშირის ელჩს შეხვდნენ

„ლელოს“ ლიდერები ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი ევროკავშირის ცხრა რეკომენდაცია იყო. „ლელოს“ ლიდერები ელჩთან საკუთარი გეგმის გასაცნობად მივიდნენ, თუ როგორ წარმოუდგენიათ დავალების შესრულება. მათი განცხადებით, მოამზადეს დოკუმენტი, რომლის შესრულებასაც მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება და არა დიდი დრო. ასევე, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩთან განიხილეს 2024 წლის არჩევნების გამჭვირვალობის საკითხი, საარჩევნო პროცესი და კამპანიები.