პარტია „ლელოს“ კამპანია, რომ არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება, განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია „ლელოს“ კამპანიას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ქვეყანაში რევანშიზმის დრო არ არის. პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიასთვის, გაუგებარია რის საფუძველზე ემუქრება პარტია „ლელო“ ბიძინა ივანიშვილს.
მმართველ გუნდში ხაზარაძის კამპანია რეპრესიების ანონსად აღიქვეს. „ქართულ ოცნებაში“ მამუკა ხაზარაძეს წარსული და სასამართლოს გადაწყვეტილებები შეახსენეს.