ფრაქციამ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ სასამართლო რეფორმის საკუთარი ხედვა წარადგინა. ფრაქციამ რეფორმა არასამთავრობო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს გააცნო.
ფრაქციაში განმარტეს, რომ მათი ხედვა ღიაა შემდგომი დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის. ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ რეფორმაზე მუშაობისას გათვალისწინებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და სასამართლო სისტემის წარსული გამოცდილება. ფრაქციაში აცხადებენ, რომ მათი ხედვა სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას და მისი დამოუკიდებლობის გაზრდას უზრუნველყოფს.