პატიმრებისთვის ხანგრძლივი პაემნების აღდგენის ინიციატივით გამოდის პარტია „ლელო“.
ლანა გალდავასა და ვატო სურგულაძის განცხადებით, მსჯავრდებულებს პანდემიის გამო გაუქმებული უფლება უნდა აღუდგეთ. პარტიის წევრები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, უშუალოდ კი იუსტიციის მინისტრს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს მსჯავრდებულებს ხანგრძლივი პაემნების უფლება პისიარ-ტესტირების და მკაცრი კონტროლის საფუძველზე ისევ მისცენ.