ვის ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა თბილისის მერის კანდიდატურაზე და იქნება თუ არა ის უპარტიო, – „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის და კოლეგებს სთავაზობს, უარი თქვან საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე. ხაზარაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელი არა რომელიმე პოლიტიკური ძალის წევრი, არამედ მეურნე ადამიანი უნდა იყოს. ის ოპოზიციურ პარტიებს ამ იდეის გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ხაზარაძის ინიციატივასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა პოლიტიკურ სპექტრში.
მოამბე