პარტია „ლელოს“ ლიდერები სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების გასაჯაროებას ითხოვენ. მათი თქმით, უკვე რამდენიმე თვეა, სხვადასხვა აქტივისტზე განხორციელდა ძალადობა, გამოძიება კი არცერთთან მიმართებითაა დასრულებული. ლევან სამუშია და ლანა გალდავა შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას მოუწოდებენ რეალურად გამოიძიონ აღნიშნული საქმეები.