პარტია „ლელო“ სიძულვილის ენის შემცველი ბანერების ფაქტს ეხმაურება და მიუღებელს უწოდებს. ბადრი ჯაფარიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, მსგავსი შინაარსის ბანერები დაუყოვნებლად ჩამოიხსნას. განცხადება გააკეთა პარტია „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მედეა მეტრეველმაც. მისი განცხადებით, კახი კალაძის საარჩევნო კამპანიას შეეწირა იუნესკო-ს პროექტი – „თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი 2021“.