„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ბადრი ჯაფარიძემ, ახალციხის მერობის კანდიდატთან ერთად, ახალციხეში და მთელ საქართველოში წინასაარჩევნოდ დევნისა და ადამიანების დაშინების ფაქტებზე ისაუბრა.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, რეგიონებში პარტიის წევრებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ მათ დატოვონ პარტიული სიები. ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, ახალციხეში ოთხმა წევრმა დაშინების შედეგად უკვე დატოვა პარტიული სია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და მათ კონკრეტული ფაქტები უნდა დაასახელონ.