„ლელო საქართველოსთვის“ ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს ხელისუფლებას. ანა ნაცვლიშვილის თქმით, უნდა გასაჯაროვდეს დოკუმენტაცია და გაირკვეს, თუ რომელ კომპანიებთან აწარმოებს ქვეყანა მოლაპარაკებას. „ლელო“ შესაბამის სამსახურებს 10-დღიან ვადას აძლევს. საპასუხოდ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ კონკრეტული ინფორმაცია კონფიდენციალურია.
მოამბე