„ლელოს“ განცხადება

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ მთავრობას მიმართავს, წარადგინოს შეზღუდვების მოხსნის კონკრეტული გეგმა. გიგლა მიქაუტაძე აცხადებს, რომ ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ამ დრომდე უცნობია, ვინ როდის შეძლებს მუშაობის განახლებას. პოლიტიკური გაერთიანება მოთხოვნით მიმართავს პრემიერს, წარადგინოს ანგარიში, თუ რა შედეგი გამოიღო შეზღუდვების დაწესებამ.