„ლელო საქართველოსთვის“ გუნდს ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი შეუერთდა. ის პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. გაიაშვილის განცხადებით, პოლიტიკაში ჩართვა რთული გადაწყვეტილება იყო, თუმცა, მისი მთავარი მიზანი მომავალი თაობებისთვის ბედნიერი ქვეყნის დატოვებაა.