პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ქუთაისის რეგიონული ოფისი გახსნა. ეს უკვე მეორე ოფისია, რომელიც პარტიას რეგიონებში აქვს.
პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ისინი რეგიონებისთვის საკუთარი პრიორიტეტებისა და ხედვების გაცნობას იწყებენ. მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ ქუთაისი რეგიონის ფინანსურ ცენტრად უნდა იქცეს.