„ლელომ“ ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის შვიდი წევრი და მათი თავმჯდომარე აირჩია. ხმის მიცემის პროცესი ონლაინრეჟიმში, ელექტრონულად მიმდინარეობდა. მონაწილეობდა 18 კანდიდატი. ხმის მიცემა 18-დან 30 წლამდე მყოფ პარტიის ყველა წევრს შეეძლო. თავმჯდომარე ოთარ ფარულავა გახდა.