„ლელომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

რეგიონულ ტურს იმერეთში განაგრძობს „ლელო საქართველოსთვის“. პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ზესტაფონში, ბაღდათში, ქუთაისსა და საჩხერეში იმყოფებოდა. „ლელომ„ ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა, საპროგრამო დოკუმენტი – „მარშალის გეგმა“ გააცნო და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების შესახებ მოისმინა. პარტიამ კანდიდატი წარადგინა ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის მაჟორიტარულ ოლქშიც, სადაც კანდიდატად ანი მიროტაძე დასახელდა.