კამპანიას „მოითხოვე ვადამდელი არჩევნები“ პარტია „ლელო“, თბილისის შემდეგ, ბათუმში იწყებს. პოლიტიკოსები აქტივისტებსა და მხარდამჭერებთან ერთად, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობენ.
ბათუმში კარვები სამ ადგილას განთავსდა და კამპანია კი ბათუმში, ლელოს ინფორმაციით, 15 აპრილამდე გაგრძელდება.