ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი გაიმართა. როგორც ყოველთვის ზემო და ქვემო შუხუთელები ერთმანეთს სოფელ შუხუთის ცენტრში შეხვდნენ. ლელობურთი ზემო შუხუთის წარმომადგენლების გამარჯვებით დასრულდა. შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, მამა საბა ჟღენტის თქმით, თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთ-ფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ, რომელიც ნიგოითის ბრძოლის სახელითაა ცნობილი და რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1854 წელს გაიმართა. ლელობურთის სანახავად შუხუთში იმყოფებოდნენ უცხოელი ტურისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები.