„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა. შეკრებილები ამბობენ, რომ „ლელოს“ წევრებს მმართველი პარტიის წარმომადგენლები ემუქრებიან და აშანტაჟებენ. მათი თქმით, ერთ-ერთი შემთხვევა რადენიმე დღის წინ, ზუგდიდში მოხდა, როცა „ლელოს“ ორ აქტივისტს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, ემუქრებოდნენ, რომ ისინი უფასო სასადილოებით ვერ ისარგებლებდნენ. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს.