„ლელო - საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატის შეხვედრა მოსახლეობასთან

დიდი დიღმის მაცხოვრებლები დემეტრე თავდადებულის 16 ნომერში არსებული ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის შენარჩუნებას ითხოვენ. მათ „ლელოს“ მერობის კანდიდატი შეხვდა. მათი თქმით, აღნიშნულ ადგილას ფეხბურთის ფედერაცია სპორტულ კომპლექსსა და სტადიონს აშენებს. ანა ბიბილაშვილმა მერიის ურბანული პოლიტიკა გააკრიტიკა და რეკრეაციული ზონების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.