პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ლანჩხუთში 29-ე რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლობა გახსნა. ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად „ლელოს“ თავმჯდომარემ იური კუპრაძე წარადგინა. მამუკა ხაზარაძის თქმით , „ლელოს“ მთავარი ამოცანა, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის დახმარების ეფექტიანი მოდელების შემუშავებაა და ამ მიზნით, პოლიტიკური გაერთიანება უახლოეს მომავალში კანონპროექტის მომზადებას გეგმავს. „ლელოს“ ლიდერები ლანჩხუთის ცენტრალურ პარკში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და გურიის პრობლემებზე და მისი გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ.