„ლელო“ გარევაჭრობის კანონმდებლობით დარეგულირებამდე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს. ანა ნაცვლიშვილის თქმით, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი 10 დეკემბერს დაარეგისტრირეს, რომლის მიხედვითაც, გარევაჭრობაზე ნებართვის მიღების წესი გაიწერება, რასაც დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. „ლელოში“ ფიქრობენ, რომ გარევაჭრობა გზის სავალ ნაწილზე არ უნდა ხდებოდეს და მოვაჭრემ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები უნდა დაიცვას. საპასუხო განცხადება გააკეთა თბილისის მერმა.