„ლელო საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატის განცხადება

„ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, ანა ბიბილაშვილი სპორტსმენებთან ერთად, „ლაგუნა ვერეზე“ იმყოფებოდა. ბიბილაშვილის თქმით, წლების განმავლობაში „ლაგუნა ვერე“ არავის გახსენებია და მოქმედი მერის დაპირება, მის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, დაპირებად დარჩა. „ლელოს“ მერობის კანდიდატის თქმით, ნაგებობები, რომელიც ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, ხალხს უნდა დაუბრუნდეს.