„ლელო საქართველოსთვის“ ისნის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლანა გალდავამ წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
გალდავამ თვალთვალის, დევნის, ახალგაზრდებზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ძალოვანი უწყებების, საჯარო მოხელეების და „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მხრიდან ხორციელდება.