„ლელო საქართველოსთვის“ განცხადება

პარტია „ლელოში“ აცხადებენ, რომ რეგიონებში ოპოზიციის მომხრეების მიზანმიმართული დევნა მიმდინარეობს. „ლელოს“ წარმომადგენლების თქმით, ტყიბულის საკრებულოს ხელმძღვანელობამ, რეორგანიზაციის საბაბით, საკრებულოს ოპოზიციურად განწყობილი თანამშრომლების, ლაშა ბოჭორიშვილისა და მისი ძმის, ლერი ბოჭორიშვილის პოლიტიკური დევნა დაიწყო და ორივე პირის თანამდებობა გააუქმა. პარტიაში ამბობენ, რომ რეორგანიზაციის პროცესი კანონმდებლობის შესაბამისად არ წარიმართა.