პარტია „ლელო“ თბილისის მერს პრორუსულ ძალებთან კავშირში ადანაშაულებს. საბა ბუაძის მტკიცებით, კახა კალაძემ „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელ კონსტანტინე მორგოშიას ხელშეკრულება გაუფორმა და ყიფშიძის ქუჩაზე ობიექტის მშენებლობის ნებართვა მისცა.
„ლელოს“ ბრალდებას გამოეხმაურა მმართველი გუნდი. საკრებულოს უმრავლესობის წევრის განმარტებით, ამ კონკრეტულ შენობაზე ნებართვა წლების წინ გაიცა.