ევროკავშირისგან მიღებულ კითხვართან დაკავშირებით, „ლელო“ ხელისუფლებას საკუთარ მოსაზრებას სთავაზობს. პარტიის ლიდერების თქმით, პირველ რიგში აუცილებელია, დოკუმენტი გასაჯაროვდეს. მათივე თქმით, ასევე საჭიროა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროინტეგრაციის კომიტეტზე სამოქმედო გეგმა წარადგინოს. „ლელოში“ მიაჩნიათ, რომ პროცესი სრულიად გამჭვირვალე უნდა იყოს.