„ლელოს“ მიერ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში პრემიერ-მინისტრის მისვლის ვადა 27 მაისს იწურება. საკითხზე ანა ნაცვლიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რა სამართლებრივი და ადმინისტრაციული ნაბიჯები გადადგას ხელისუფლებამ იმისთვის, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების ფონზე, ე.წ. შავ ხვრელად არ იქცეს. ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, ამავე საკითხზე კითხვები ათამდე უწყებას გაუგზავნეს, თუმცა საჯარო სამსახურების დიდი ნაწილისგან პასუხები ამ დრომდე არ მიუღია.
„ლელოში“ აცხადებენ, რომ თუ პრემიერი პარასკევს საკანონმდებლო ორგანოში არ მივა, ის კანონს დაარღვევს.