„ლელო“ პრემიერს ინტერპელაციის წესით პარლამენტში იბარებს

კიდევ ერთი სადავო საკანონმდებლო ინიციატივა.

„ლელო“ პარლამენტში პრემიერის მისვლას მოითხოვს. ინიციატივის ავტორებისთვის არასაკმარისია მთავრობის ის განცხადებები, რომლის მიხედვით საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ადგილი არასდროს გახდება. „ლელო“ ხელისუფლებისგან მეტ დაკონკრეტებას ითხოვს, რასაც დამოუკიდებელი დეპუტატებიც იზიარებენ. ოპონენტებს შეკითხვები აქვთ იმ აუდიო ჩანაწერის შინაარსზეც, რომლის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის და რომელშიც, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარე რუს ბიზნესმენ ევტუშენკოვს ესაუბრება.

„ლელოს“ და დამოუკიდებელი დეპუტატების მიმართვამ ოპოზიციის რიგებშიც არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.