ოპოზიციური ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ „ელიტური კორუფციის“ შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ფრაქციის წევრები მიიჩნევენ, რომ კომისიის ფარგლებში უნდა იყოს განხილული არსებული და გამოუძიებელი კორუფციის ფაქტები. ფრაქციის წევრები იმედოვნებენ, რომ მათ ინიციატივას როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების, ისე მმართველი გუნდის მხარდაჭერა ექნება.
მოამბე