„ლელო“ „მარშალის გეგმას“ წარადგენს

პოლიტიკურმა პარტია „ლელომ“ „მარშალის გეგმის“, საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე დამსწრეებს გეგმა დეტალურად გააცნო. მისი განცხადებით, საქართველოს რეკონსტრუქცია ძირეულ ცვლილებებს გულისხმობს ყველა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკის გაძლიერების თვალსაზრისით. დოკუმენტი  „ლელოს“ გუნდის ხედვებს აერთიანებს. პრეზენტაციისას აღნიშნა, რომ „მარშალის გეგმის“ ერთ-ერთი მიმართულება საქართველოში სიღარიბის დაძლევაა.