საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
„ლელოს“ წევრის, ქეთევან ენუქიძის განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების საეჭვო და დაუსაბუთებელი პრაქტიკა ინფრასტრუქტურის სამინისტროში ნეპოტიზმის და კორუფციის რისკებს აჩენს.
„ლელოში“ მიიჩნევენ, რომ ტენდერების და გამარტივებული შესყიდვების კონკრეტული მაგალითები ამ მიმართულებით არსებულ სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს, რითაც საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ქეთევან ენუქიძე მის ხელთ არსებულ დოკუმენტებს გენერალურ პროკურატურასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უახლოეს მომავალში წარუდგენს.
„ლელოს“ ბრალდებებზე განმარტება ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღის განმავლობაში გაკეთდება.