საქალაქო სასამართლოში სემეკის წინააღმდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ სარჩელის განხილვა გრძელდება.
დღევანდელ პროცესზე „ლეიბორისტული პარტიის“ იურისტის შუამდგომლობით ექსპერტი დაიკითხა. მან სასამართლოს სხვადასხვა გარემოებაზე მიაწოდა ინფორმაცია.
პროცესზე დღეს დასწრების საშუალება არ მისცეს „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი გუგავას, რომელიც მოსამართლემ წინა პროცესიდან გააძევა.
სარჩელით „ლეიბორისტული პარტია“ტარიფების შემცირებას ითხოვს.