„ლეიბორისტული პარტიის“ სიის პირველმა ნომერმა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლაშა ჩხარტიშვილმა, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატთან, ია სირანაშვილთან ერთად, თბილისის მერიასთან პრეზენტაცია–პერფორმანსი გამართა. ჩხარტიშვილმა 25-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ევროპული სტანდარტების მუნიციპალური თავშესაფრისა და ვეტერინარული კლინიკების დაფინანსებასაც ითვალისწინებს.