„ლეიბორისტული პარტიის“ მოთხოვნა

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედება მოითხოვეს და მთავრობის ადმინისტრაციაში პეტიციაც შეიტანეს. მათი განცხადებით, მოთხოვნას მცირე დროში რვა ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. მიხეილ ქუმსიშვილის თქმით, რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოსვლა საქართველოში საფრთხისშემცველია და ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გადადგას პრევენციული ნაბიჯები.