„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით დანამატებს იღებენ, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში სახელმწიფო სამსახურებში აღარ დარჩებიან.
პრეზიდენტობის კანდიდატმა მედიას „ქართუ ბანკის“ მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული სია გადასცა.