გიორგი გუგავა შალვა ნათელაშვილის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებაზე საუბრობს.
ლეიბორისტული პარტიის წევრი ბიძინა ივანიშვილს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას ადანაშაულებს. მისი განცხადებით, გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ აუდიტის სამსახურში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, რაც კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნას ითვალისწინებს.Gგუგავა განმარტავს, რომ 21 სექტემბერს შალვა ნათელაშვილი ქუთაისში, გელათობის დღესასწაულზე იმყოფებოდა, სადაც მისმა თანმხლებმა პირმა გელათში მყოფ ერთ-ერთ მოწყალების მთხოვნელს 5 ლარი აჩუქა, რასაც სამართლიანი არჩევნები ამომრჩევლის მოსყიდვას უწოდებს.