„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლაშა ჩხარტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ბრიფინგი გამართა და „ენკას“ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ლაშა ჩხარტიშვილი მიესალმება ფაქტს, რომ „ნამახვანჰესი“ აღარ აშენდება. გადაწყვეტილებას ის პირველ რიგში იმ ადამიანების ბრძოლის შედეგს უკავშირებს, რომლებიც აქციებს პერმანენტულად მართავდნენ. ლაშა ჩხარტიშვილს არ სჯერა, რომ მმართველი პარტია დიდი ჰესების მშენებლობას შეაჩერებს და ამ შემთხვევას „საარჩევნო ტრიუკს“ უწოდებს. ჩხარტიშვილის თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ მომხრეა, რომ დიდი ჰესების მშენებლობა კანონის დონეზე აიკრძალოს.