„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი დღეს რუსთავში იმყოფებოდა. შალვა ნათელაშვილი მხარდამჭერებს ცენტრალურ პარკში ამფითეატრის ტერიტორიაზე შეხვდა და მათ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ახალგაზრდა თაობის განათლების ხელშეწყობა, გაორმაგებული პენსია, სოციალურად დაუცველების დახმარება, ძლიერი ეკონომიკა – ეს შალვა ნათელაშვილის მთავარი დაპირებებია, რომელზე მუშაობას, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გეგმავს.