„ლეიბორისტები“ „პოლიციის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანას ითხოვენ
„ლეიბორისტული პარტია“ „პოლიციის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანას მოითხოვს. მშრომელთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივით, ისინი რეზინის ტყვიების აკრძალვას მოითხოვენ. ჩხარტიშვილმა, ასევე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. მან სრული პასუხისმგებლობა გიორგი გახარიას დააკისრა და თქვა, რომ მომხდარის გამო, პასუხი სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა აგოს.